რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის
ავტორი: khatia
2018 წლის საახალწლო რეცეპტების ნაკრები.

საახალწლო სუფრის მომზადება, ერთი შეხედვით, ბევრ ფიქრს არ საჭიროებს. ყველა ოჯახს თავისი ტრადიციული საახალწლო კერძები აქვს, ბევრი მათგანი ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია და ყველა ოჯახის მაგიდას ამშვენებს.

 

მიუხედავად ამისა, ახალბედა გამოუცდელი დიასახლისისთვის მაინც რთულია საახალწლო სუფრის აუცილებელი კერძების სიის დამოუკიდებლად შედგენა. ზოგიერთი კი ცდილობს, რომ ტრადიციულთან ერთად სიახლე შეიტანოს და გაამრავალფეროვნოს საკუთარი ოჯახის საზეიმო მაგიდა. ეს სტატია სწორედ მათთვისაა, ვინც ახლა აწყობს საახალწლო კულინარიულ გეგმებს. ცდილობს, რომ არ გამორჩეს არცერთი ქართული კერძი და თან სიახლეებსაც არ უშინდება.

 

ქართული  სუფრა

 

ჩვენი სტატიის პირველ პუნქტს ტრადიციულ კერძებს დავუთმობთ. წარმოუდგენელია ქართული საახალწლო სუფრა საცივის გარეშე. ჩვენ საიტზე საცივის რეცეპტს მარტივად იპოვით. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სამარხვო საცივიც, თუ თქვენს ოჯახში მარხულობენ.

 

ტრადიციული კერძების ვრცელი სია კი ასეთია:

 

1. საცივი

2. ტოლმა

3. ბაჟე

4. ღომი

5. ხაჭაპური

6. ფხალეული

7. აფხაზურა

8. კუპატი

9. ჩურჩხელა

10. ფელამუში

11. გოზინაყი

12. შემწვარი გოჭის ხორცი

 

ამ გრძელ სიაში შესაძლოა, რამე გამომრჩა და თუ თქვენ ამას შეამჩნევთ, აქვე დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ჩავამატებ. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები, ნამდვილად კარგ გიდობას გაგიწევთ საახალწლო სუფრის მომზადების დროს.

 

შემდეგი პუნქტი ეთმობა სალათებს. სალათები ქართულ ტრადიცულ კერძებში ნაკლებად გვხვდება, თუმცა ძალიან ბევრი სალათაა, რომელიც უკვე ტრადიციულად იქცა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კერძები საახალწლო სუფრასაც ამაყად დაამშვენებენ.

 

 

საახალწლო სალათები:

 

1. სალათა შუბა

2. სალათა ოლივიე

3. ქათმის სალათა

4. სალათა ცეზარი

5. ვინეგრეტის სალათი

 

სალათების ამ ძირითადი რეცეპტების გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სალათების სხვა რეცეპტები.

 

 

ბოლო, მესამე პუნქტში კი თავი მოვუყაროთ ყველა გემრიელობას. (ფელამუშზე და გოზინაყზე აღარაფერს დავწერ).

 

წარმოგიდგენთ დესერტებს:

 

1. საახალწლო ორცხობილები

2. საახალწლო გლინტვეინი - დესერტებში ნაკლებად გადის, მაგრამ მერწმუნეთ, გულგრილს არ დაგტოვებთ.

3. ნამცხვარი ნაპოლეონი

4. ნამცხვარი იდეალი

 

ასევე გირჩევთ მოსინჯოთ გერმანული შოკოლადის ნამცხვარიც, რომელიც ჩვენი ფეისბუქის მომხმარებლების რჩეული გახდა.

 

 

თუ კითხვა არ დაგეზარათ და ბოლომდე ჩამოყევით სტატიას, აუცილებლად გემრიელი საახალწლო სუფრა გამოგივათ წელს. რადგან ვინც ეძებს იპოვის, ვინც ძალიან მოინდომებს, გამოუვა! 

 

თუ რომელიმე კერძს დაამატებდით ამ სიას ან ისურვებდით რომელიმე რეცეპტის საიტზე განთავსებას, თავი არ შეიკავოთ და მოგვწერეთ კომენტარებში.

 

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი სტატიები
თარიღი: 07/30/2019
ავტორი: tomato
კალაბაში კიტრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბოსტნეულია. მის სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა, თუმცა გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, აზიიდან - ამერიკამდე.
თარიღი: 05/21/2022
ავტორი: tomato
ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციული კულინარია მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა და მათი გემო უდაოდ გამოარჩევს ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან, თუმცა კერძების მზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.