„კულინარია.ჯი“ ვებ პროექტია, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ყველაფერი 2010 წელს, სტუდენტური ექსპერიმენტით, „ტომატო.ჯით“ დაიწყო. შეიქმნა პერსონაჟი „მზარეული ტომატო“, რომლის ავტორობითაც სატესტო რეჟიმში მომუშავე საიტზე სამოყვარულო რეცეპტების განთავსება დაიწყო. სტუდენტურ წრეში გაცხადებული საიტის აუდიტორია დინამიურ ზრდას განიცდიდა. პროექტის წარმატების პერსპექტივა ცალსახა იყო.
მეორე ეტაპი საიტის რებრენდინგი და მისი ტექნიკური დახვეწა იყო. შეირჩა მისამართი „კულინარია.ჯი“ და იმ პერიოდისთვის არსებული სტანდარტების დამაკმაყოფილებელი დიზაინი. საიტის მთავარ მზარეულად დარჩა აუდიტორიისთვის უკვე ნაცნობი „მზარეულო ტომატო“, თუმცა, აღსანიშნია, რომ რეცეპტების ავტორად რეგისტრაცია უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რითაც მათ საკუთარი რეცეპტების ყველასათვის გაცნობის შანსი მიეცათ. ასეთი ავტორების რეცეპტები პოპულარულობით ყოველგვარ რეკორდებს ხსნიდა, მათი უკეთ გაცნობა, მეტად დაფასება და ავტორთა წრის გაზრდა გახდა საჭირო.
დღეს „კულინარია.ჯი“ თქვენ წინაშე წარმოდგება, როგორც თანამედროვე, დახვეწილი და მეტად სოციალური სახის საიტი. გთავაზობთ კომფორტს და სიმარტივეს იმისთვის, რომ გამოავლინოთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები. გახდით ჩვენი კულინარიული მოვლენის მონაწილე.