რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

საცივი

ქათმის საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია. დაამშვენეთ სადღესასწაულო სუფრა ქართულად!
ქათმის საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია. დაამშვენეთ სადღესასწაულო სუფრა ქართულად!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 12   კგ. მთლიანი ქათამი ან ინდაური
700   გრამი ნიგოზი
5   თავი საშუალო ზომის ხახვი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
12   ჩ/კ დარიჩინი
5   ცალი მიხაკი
4   კბილი ნიორი
1   ჩ/კ წითელი წიწაკა
მარილი გემოვნებით
2   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოათავსეთ ქათამი. დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოიღეთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ გადააქცევთ ნახარშს.

2

თხლად დაჭერით ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში შებრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. შემდეგ მოათავსეთ ჯამში და დაამუშავეთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩაასხით მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა.

3

ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და თუ ხელით ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.

4

დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე.

5

და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
1 კომენტარი

კკახა
01/27/2023
ხახვის მოთუშვა და საცივში გარევა როგორ ხდება?
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გემრიელი და ვიტამინებით სავსე კალაბაშის სუპი.
გემრიელი და ვიტამინებით სავსე კალაბაშის სუპი.
ავტორი:
გიყვართ მაწვნის სუპი? იხილეთ მარიეტას რეცეპტი უგემრიელესი ქართული წვნიანი კერძის მოსამზადებლად.
გიყვართ მაწვნის სუპი? იხილეთ მარიეტას რეცეპტი უგემრიელესი ქართული წვნიანი კერძის მოსამზადებლად.
ავტორი:
იხილეთ მაწვნის სუპის კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი – ცივი სუპი მწვანილით, ნივრითა და პილპილით.
იხილეთ მაწვნის სუპის კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი – ცივი სუპი მწვანილით, ნივრითა და პილპილით.
ავტორი:
კულინარია გთავაზობთ უძველესი ქართული ტრადიციული კერძის, ჩახოხბილის რეცეპტს.
კულინარია გთავაზობთ უძველესი ქართული ტრადიციული კერძის, ჩახოხბილის რეცეპტს.
ავტორი: