რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
ავტორი: kobera1996

მთლიანი ქათმის შეძენა, ცალკეული ნაჭრების ნაცვლად, ხშირად ბევრად  უფრო ეკონომიურია. თუკი მთლიანი ქათმის ერთბაშად შეწვა ან გრილზე მომზადება არ გსურთ, მომზადებამდე მისი ცალკეულ ნაჭრებად დანაწევრება მოგიწევთ.  აქ მოცემულია 7 ნაბიჯი მთლიანი ქათმის 8 ნაწილად დასაჭრელად: 2 მკერდის ნახევარი, 2 ბარძაყი, 2 ფეხი და 2 ფრთა.

1
ნაწილი
ეტაპი 1

ფრინველი ზურგით განათავსეთ. დაატრიალეთ ფრთა იმის დასადგენად, თუ სად უერთდება სახსარი მკერდს. ფრთის მკერდისგან განსაცალკევებლად გამოიყენეთ ბასრი დანა ბურთულოვანი სახსრის იქ გასაჭრელად, სადაც იგი მკერდს უერთდება.მსგავსი ქმედება გაიმეორეთ მეორე ფრთის შემთხვევაშიც.

2
ნაწილი
ეტაპი 2

ფეხი მოაცილეთ სხეულს, რათა ნახოთ, თუ სადაა იგი მიმაგრებული. მთლიანი ფეხის მოსაცილებლად, თავდაპირველად გაჭერით კანი ბარძაყსა და მკერდს შორის.

3
ნაწილი
ეტაპი 3

განაგრძეთ ფეხის დაჭიმვა და ოდნავ დაატრიალეთ იგი იმის დასადგენად, თუ სად უერთდება ბარძაყი უკანა ბუდეს. ამ სახსრის გასაჭრელად გამოიყენეთ ძვლის საჭრელი ანდაც სამზარეულოს დანა. მსგავსი ქმედება გაიმეორეთ მეორე ფეხის შემთხვევაშიც.

4
ნაწილი
ეტაპი 4

თითეული ფეხი კანის მხრით დაბლა განათავსეთ. ბურთულოვანი სახსრის მოსასინჯად ფეხი ხელითა და დანით მოღუნეთ. სწორედ აღნიშნულ ადგილას  ერთდება ფეხი და ბარძაყი. შემდეგ ბურთულოვან სახსარზე გამავალი თხელი ცხიმოვანი ზოლი მოძებნეთ. ბარძაყისა და ფეხის განსაცალკევებლად ცხიმოვანი ზოლი გაჭერით. ჭრის პროცესის გასამარტივებლად საჭიროებისამებრ დაატრიალეთ სახსარი. მსგავსი ქმედება გაიმეორეთ მეორე ფეხის შემთხვევაშიც.

5
ნაწილი
ეტაპი 5

ხერხემლის მოსაცილებლად მზადება დაიწყეთ ფრინველის თავის ბოლოდან და სამზარეულოს მაკრატლის ან ბასრი დანის გამოყენებით ხერხემლის ერთ მხარეზე გაჭერით გულმკერდის ჩონჩხი. მის მთლიანად მოსაცილებლად მსგავსი ქმედება გაიმეორეთ ხერხემალის მეორე ნახევრის შემთხვევაშიც. (სურვილისამებრ ხერხემალი და კისერი ქათმის ნახარშის მოსამზადებლად გადაინახეთ).

6
ნაწილი
ეტაპი 6

ახლა მკერდი ორ ნაწილად გაჭერით. მკერდი კანის მხრით დაბლა განათავსეთ. ხელის დაზიანებისგან დასაცავად მოკეცეთ სამზარეულოს პირსახოცი და განათავსეთ იგი მძიმე, ბასრი დანის თავზე. მკერდის ძვლისა და მკერდის ცენტრისაკენ არსებული ხრტილების გასაჭრელად თქვენი წონა გამოიყენეთ.

7
ნაწილი
ეტაპი 7

ახლა, როდესაც ხელთ მკერდის ორი ნახევარი გაქვთ, მკერდის თითეული ნახევარი ისევ ნახევრად, ჯვარედინად, გადაჭერით. ავქაში მკერდის სქელ ნაწილში მდებარეობს. სურვილის შემთხვევაში,  ძვლის ხორცისაგან განსათავისუფლებლად ხელებისა და / ან ბასრი დანის გამოყენებით შეგიძლიათ 2 ცალი ავქაშისგან ხორცი განაცალკევოთ.

 

 

ახლა კი, ქათმის დაჭრის პროცედურის დასრულების შემდეგ, მზადა ხართ გრილზე ქათმის ბარძაყის, ქათმის გამომცხვარი მკერდების მოსამზადებლად ანდაც შეგიძლიათ გამოსცადოთ ქათმის საჰაერო შესაწვავ აპარატში მომზადების ახალი რეცეპტი.

 

 

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
როგორ მოვხარშოთ კვერცხი მაგრად?
როგორ მოვამზადოთ გემრიელი ლატე შინ ყავის აპარატის გარეშე.
იხილეთ გოგრის დაჭრის მარტივი მეთოდი.
გააკეთეთ თხილისა და ნიგვზის გემრიელი ჩურჩხელები :)