რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
როგორ გავაკეთოთ ჩურჩხელა
ავტორი: tamta

განსაკუთრებით გემრიელი ტკბილეული, რომელიც შემოდგომაზე დიდი ხალისითა და სიყვარულით მზადდება. მისი მომზადება არც თუ ისე რთულია. თუმცა, შედეგი ნებისმიერ სირთულედ ნამდვილად ღირს :)

 

ამ რჩევაში იხილავთ როგორ გააკეთოთ თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელა.

 

მოცემული ინგრედიენტებით გამოდის, დაახლოებით, 4 თხილისა და 4 ნიგვზის ჩურჩხელა.

 

დაგვჭირდება:

  1. 50 ცალი ნიგოზი
  2. 100 ცალი თხილი
  3. 1.5 ლიტრი ბადაგი
  4. 300 გრ ფქვილი
  5. 3 ჩ/კ შაქარი
  6. ნემსი
  7. მაგარი ძაფი

ბადაგის, ფქვილისა და შაქრის რაოდენობა საკმარისია ჩურჩხელების ერთჯერადად ამოსავლებად. ჩურჩხელები, სულ მცირე, 2–ჯერ მაინც უნდა ამოვავლოთ.

1
ნაწილი
გაამზადეთ ნიგოზი

ნიგოზი გაარჩიეთ. მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და დაბალ ტემპერატურაზე 2–3 წუთით მოხალეთ ისე, რომ არ დაიწვას. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. ლებნები შუაზე გაყავით.

2
ნაწილი
გაამზადეთ თხილი

თხილი გაარჩიეთ და ცხელ ტაფაზე 2–3 წუთით მოხალეთ. ხის კოვზით მუდვმივად ურიეთ, რომ კანი მოშორდეს. თბილ თხილს კანი ხელით მოაშორეთ.

3
ნაწილი
აასხით ძაფზე ნიგოზი

დაგჭირდებათ ნემსი და 75 სმ მაგარი ძაფი. ძაფი ორად გაკეცეთ და ნიგოზი ააცვით. ლებნების ბრტყელი მხარე ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ერთ ძაფზე 25 ცალი ლებანი ააგეთ. მოაჭერით ნემსი და ბოლო განასკვეთ.

4
ნაწილი
აასხით ძაფზე თხილი

75 სმ სიგრძის ძაფი ორად მოკეცეთ. თხილი ნემსით ძაფზე ააცვით – თითოეულ ძაფზე 25 ცალი თხილის გული. მოაჭერით ნემსი და განასკვეთ.

5
ნაწილი
მოამზადეთ თათარა

ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით შეურიეთ 500 მლ ბადაგი და ხის კოვზით მოურიეთ.

6
ნაწილი
ათქვიფეთ

ათქვიფეთ ელექტრო ბლენდერით, რომ ნაზავი ერთგვაროვანი გამოვიდეს.

7
ნაწილი
ნაზავი ბადაგს შეურიეთ

1 ლიტრი ბადაგი ღრმა ქვაბში მოათავსეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილის, შაქრისა და ბადაგის ნაზავი. კარგად მოურიეთ.

8
ნაწილი
აადუღეთ

გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე. ურიეთ მუდივად. აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და დაბალ ცეცხლზე 8–10 წუთით ადუღეთ. თათარა ნელ–ნელა გასქელდება.

9
ნაწილი
თათარა მზადაა

საბოლოოდ, თათარას ისეთი სისქე უნდა ჰქონდეს, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.

10
ნაწილი
მოათავსეთ თათარაში

ხელი მოკიდეთ ძაფის ბოლოს, ნიგვზის/თხილის ასხმა თათარაში მოათავსეთ და კოვზის დახმარებით ნელ–ნელა თათარაში ჩაფალით.

11
ნაწილი
ამოავლეთ ჩურჩხელა

დარწმუნდით რომ ნიგოზი/თხილი ბოლომდე დაიფარა და ამოიღეთ თათარადან.

12
ნაწილი
გააშრეთ ჩურჩხელები

თუ თათარა სწორადაა მომზადებული ჩურჩხელა წვეთას არ დაიწყებს. ჩურჩხელები გასაშრობად დაკიდეთ. შეგიძლიათ, ჩამოკიდოთ ორ სკამს შორის გადებულ ჯოხზე.

13
ნაწილი
გააშრეთ, კიდევ რამდენჯერმე ამოავლეთ და შეინახეთ

ჩურჩხელები მზეზე 3–4 დღით გააშრეთ, სანამ წებოვანი აღარ იქნება. 3–4 დღის შემდეგ, თავიდან ამოავლეთ თათარაში. თათარა ისევ ისე მოამზადეთ, როგორც ზემოთაა აღწერილი, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბადაგის რაოდენობა 2 ლიტრამდე გაზარდეთ. მეორედ ამოვლების შემდეგაც ჩურჩხელები მზეზე კიდევ 3–4 დღით გააშრეთ. შეგიძლიათ, ჩურჩეხელების ამოვლების პროცესი კიდევ რამდენჯერმე გაიმეოროთ. როცა ჩურჩხელები ბოლომდე გაშრება მისართმევადაც მზად არის. შეინახეთ მშრალ ადგილას 2–3 თვემდე. შენახულ ჩურჩხელას ზედაპირზე შაქრის თხელი ფენა უჩნდება – ეს ბუნებრივია, თანაც ჩურჩხელას უფრო ლამაზს და გემრიელს ხდის.

ბეჭდვა
კომენტარები
1 კომენტარი

pavle
05/08/2020
გმადლობ, თამთა. კარგად - დაწვრილებით და გასაგებადაა.
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
რისი გამოყენება გიცდიათ ბუნებრივ საღებავად? გამოგიყენებიათ ჭარხალი ან ყავის მარცვლები? გთავაზობთ კვერცხის შეღებვის ბუნებრივ მეთოდს ნატურალური საღებავებით. აუცილებლად გაეცანით და მოგვწერეთ, თუ თქვენთვის ცნობილია სააღდგომო კვერცხის შეღებვის სხვა ბუნებრივი მეთოდიც!
იხილეთ თუ როგორ ავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ კომში.
იხილეთ გოგრის დაჭრის მარტივი მეთოდი.
იხილეთ მანგოს კუბიკებად დაჭრის მარტივი მეთოდი.