რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

სამარხვო საცივი

წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
3   ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
3   ცალი ხახვი
300   გრამი ნიგოზი
6   კბილი ნიორი
14   ჩ/კ დაფქული მიხაკი
14   ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა
1   ს/კ ძმარი
4   ს/კ ზეთი
ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოაცალეთ წიწაკებს თესლი, გაჭერით შუაზე და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხელ რგოლებად. მოასხით ზეთი საცხობ ლანგარს, გაანაწილეთ მასზე წიწაკისა და ხახვის ნაჭრები, შედგით ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში.

2

ამასობაში, ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.

3

გადაიტანეთ შემწვარი ხახვი და წიწაკა ტაფაზე, მოასხით ნიგვზიანი მასა, დადგით გაზზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მირთმევამდე რამდენიმე საათით გააცივეთ.

P.S.
უკეთესი არომატისთვის, ნიგვზიანი მასის მომზადებამდე(2) დანაყეთ ნიგოზი, ხელით გამოწურეთ ზეთი და მომზადებულ კერძს ჩაუმატეთ!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ნამდვილი ქართული, საზაფხულო, მარტივი და გემრიელი ჩიჟი–ბიჟი :)
ნამდვილი ქართული, საზაფხულო, მარტივი და გემრიელი ჩიჟი–ბიჟი :)
ავტორი:
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან – გემრიელი ქართული კერძის, ქათმის ჩაშუშულის მოსამზადებლად.
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან – გემრიელი ქართული კერძის, ქათმის ჩაშუშულის მოსამზადებლად.
ავტორი:
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ქართული კერძის მოსამზადებლად!
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ქართული კერძის მოსამზადებლად!
ავტორი:
მარიეტამ უგემრიელესი ქართული წვნიანის რეცეპტი შემოგვთავაზა. გაეცანით, შეაფასეთ და მოამზადეთ.
მარიეტამ უგემრიელესი ქართული წვნიანის რეცეპტი შემოგვთავაზა. გაეცანით, შეაფასეთ და მოამზადეთ.
ავტორი: