რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

სოკო და ქათამი მაიონეზში

მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ქართული კერძის მოსამზადებლად!
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ქართული კერძის მოსამზადებლად!

0:00:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი ქათმის მკერდი
500   გრამი სოკო
8   ს/კ ზეთი
9   კბილი ნიორი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ს/კ ყვითელი ყვავილი
200   გრამი მაიონეზი
400   მლ/ლ ანადუღარი წყალი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დაჭერით ქათმის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაცილეთ სოკოს ყუნწები. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით სოკო და ქათამი საშუალო ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში, თან დროგამოშვებით ურიეთ.

2

დანაყეთ ნიორი, ჩაუმატეთ სუნელები, მარილი და შემდეგ დანაყეთ ერთად.

3

მოათავსეთ მაიონეზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ნივრიანი მასა. კარგად შეურიეთ. შემდეგ ძალიან ნელ-ნელა ჩაუმატეთ გაციებული ანადუღარი წყალი და თან ფრთხილად ურიეთ. ჩაუმატეთ შემწვარი სოკო-ქათამი, შეურიეთ და დატოვეთ ერთი საათით.

4

კარგად გაციებულ კერძს გემოვნებისამებრ მოაფრქვიეთ წითელი წიწაკა და გემრიელად მიირთვით შოთის პურთან ერთად!

კომენტარები
1 კომენტარი

guka
07/27/2018
უგემრიელესი გამომივიდა. დიდი მადლობა
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. მიირთვით შემწვარ ქათამთან ან ღომთან ერთად.
ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. მიირთვით შემწვარ ქათამთან ან ღომთან ერთად.
ავტორი:
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ავტორი:
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
ავტორი:
მარიეტამ უგემრიელესი ქართული წვნიანის რეცეპტი შემოგვთავაზა. გაეცანით, შეაფასეთ და მოამზადეთ.
მარიეტამ უგემრიელესი ქართული წვნიანის რეცეპტი შემოგვთავაზა. გაეცანით, შეაფასეთ და მოამზადეთ.
ავტორი: