რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბაჟე

ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. მიირთვით შემწვარ ქათამთან ან ღომთან ერთად.
ბაჟე ქართული ტრადიციული სოუსია, რომელიც ნიგვზით, ნივრითა და სუნელებით მზადდება. მიირთვით შემწვარ ქათამთან ან ღომთან ერთად.

0:20:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
400   გრამი ნიგოზი
3   კბილი ნიორი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ დაფქული წითელი პილპილი
50   მლ. წყალი
1   ს/კ ძმარი (სურვილისამებრ)
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ხელით ისე მოჭყლიტეთ, რომ ზეთი გამოუვიდეს. ზეთი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით და გადაინახეთ. ნიგოზს გატარებული ნიორი, ძმარი და სანელებლები დაუმატეთ.

2

შეურიეთ 50 მლ ადუღებული და გაგრილებული წყალი და კარგად აურიეთ.

3

საჭიროებისამებრ, სასურველი სისქის სოუსის მისაღებად კიდევ ცოტაოდენი წყალი შეურიეთ. ბოლოს კი გადანახული ზეთი მოასხით. გემრიელად მიირთვით!

ზოგიერთ ოჯახში ალბათ ახლაც შემორჩენილია ბაჟეს მომზადების ტრადიციული წესები. წინა თაობას რომ ჰკითხოთ, ნამდვილი ბაჟეს გემოს მისაღებად ნიგოზი აუცილებლად სანაყში უნდა დაინაყოს და არა ხორცსაკეპ მანქანაში. დღესდღეისობით, როდესაც დრო ელვის სისწრაფით გადის და დიასახლისის ფუნქციებიც უფრო მეტად გაუტოლდა კაცისას, ბევრისთვის რთულია ძველი წესების დაცვა.

კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
უნდა ვისაუზმოთ თუ არა დილით - რას ამბობენ მკვლევარები?
რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 01/15/2021
ავტორი: kobera1996
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
რა არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა?
ხმელთაშუა ზღვის დიეტა აშშ – ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის საუკეთესო დიეტების ყოველწლიურ რეიტინგში წლიდან წლამდე ზედა დონეებს იკავებს.
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
წონაში დაკლების ყველაზე ჯანსაღი გზა
რამდენადაც თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა სურდეს ერთჯერადი დიეტით შარვლის ზომის შეცვლა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა კილოგრამების ჩამოსაკლებად.
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
ხაჭოს დესერტი
ხაჭოს დესერტი
გამაგრილებელი და ზაფხულის გემოებით გაჯერებული დესერტი არაჩვეულებრივი განწყობისთვის.
ავტორი:
რაბაბას ტყემალი
რაბაბას ტყემალი
ტყემლის რეცეპტი ქართველი ემიგრანტებისთვის.
ავტორი:
გრანოლას საუზმე
გრანოლას საუზმე
მსუბუქი და ჯანსაღი საუზმე.
ავტორი:
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი რეცეპტები
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ყველაზე მარტივი რეცეპტი გემრიელი ჩახოხბილის მოსამზადებლად.
ავტორი:
გიყვართ მაწვნის სუპი? იხილეთ მარიეტას რეცეპტი უგემრიელესი ქართული წვნიანი კერძის მოსამზადებლად.
გიყვართ მაწვნის სუპი? იხილეთ მარიეტას რეცეპტი უგემრიელესი ქართული წვნიანი კერძის მოსამზადებლად.
ავტორი:
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
წარმოგიდგენთ წიწაკისა და ხახვის სამარხვო საცივის რეცეპტს თქვენი ქართული სადღესასწაულო სუფრისთვის!
ავტორი:
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან – გემრიელი ქართული კერძის, ქათმის ჩაშუშულის მოსამზადებლად.
მარტივი რეცეპტი მარიეტასგან – გემრიელი ქართული კერძის, ქათმის ჩაშუშულის მოსამზადებლად.
ავტორი: