რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ნამცხვარი “ნაპოლეონი”

ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.
ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
100   გრამი კარაქი
1   ცალი კვერცხი
1   ჭიქა ცივი წყალი
3   ჭიქა ფქვილი
400   გრამი მარგარინი
1   ლიტრი რძე
4   ს/კ ფქვილი
2   ცალი კვერცხის გული
1   ჭიქა შაქარი
2   ს/კ კარაქი
1   ქილა შედედებული რძე
ვანილი
მწიკვი მარილი
ხილი სურვილისამებრ
შაქრის პუდრა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კვერცხი, კარაქი და წყალი გავთქვიფოთ ერთად. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და ხელით შევაგუნდაოთ. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად.

2

შემდეგ 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად და თითოეული კიდევ სამად, ანუ ჯამში 9 ნაჭერი მარგარინი უნდა მივიღოთ. თითოეულ ცომს წავუსვათ თითო ნაჭერი მარგარინი და შევდგათ მაცივარში10-15 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ახლიდან წავუსვათ მორიგი სამი ნაჭერი მარგარინი თოთოეულ ცომის ნაწილს, ამ პროცედურას ჯამში სამჯერ ვიმეორებთ.

3

მესამე ჯერზე გავაჩეროთ ცომი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ცეცხლზე.

4

ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ერთ ლიტრ ცივ რძეში ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი. ორი კვერცხის გულისა და ორი ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და ჩავასხათ რძის მასაში. ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ 20 წუთით. ბოლოს შევათქვიფოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.

5

მიღებული ფაფუკი კრემი წავუსვათ გამომცხვარ სამკუთხედებს. ერთი გადავინახოთ, ბოლოს დავფხვანთ და ზემოდან მოვაყაროთ. სურვილისამებრ ფენებს შორის შეგიძლიათ ჩაალაგოთ მარწყვები ან ჟოლო, ზემოდან კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
ავტორი:
მარტივი, ნაზი, არომატული ატმის ნამცხვარი მეგობრების გასამასპინძებლად :)
მარტივი, ნაზი, არომატული ატმის ნამცხვარი მეგობრების გასამასპინძებლად :)
ავტორი:
გამორჩეული, რბილი და უნაზესი ნამცხვარი - განსაკუთრებული არომატით :)
გამორჩეული, რბილი და უნაზესი ნამცხვარი - განსაკუთრებული არომატით :)
ავტორი:
მარტივი რეცეპტი მაყვლის კობლერის მოსამზადებლად. გაფრთხილებთ, იწვევს: აღფრთოვანებას და სტუმრებს :)
მარტივი რეცეპტი მაყვლის კობლერის მოსამზადებლად. გაფრთხილებთ, იწვევს: აღფრთოვანებას და სტუმრებს :)
ავტორი: