შემწვარი ქათმის ბარკლები
გემრიელი, კარამელიანი ქათმის ბარკლები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
გთავაზობთ სწრაფ და მარტივ მომზადების წესს, ყოველგვარი მარინადის გაკეთების გარეშე. იგივე რეცეპტი შეგიძლიათ ცადოთ ქათმის ფრთების შემთხვევაშიც.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე.
მოათავსეთ ქათამი 20×30 სმ–იან საცხობ ლანგარზე. ერთად აურიეთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, კეჩუპი, თაფლი, ნიორი, მარილი და პილპილი.
მოასხურეთ ქათამს. აცხვეთ წინასწარგახურებულ ღუმელში ერთი საათით ან სოუსის კარამელიზებამდე.
შეგიძლიათ აგრეთვე, ბარკლების ნაცვლად გამოიყენოთ ქათმის ფრთები ან ღორის ნეკნები.