გამოიყენეთ საყვარელი ხილფაფა ყარაყუმის მომზადებისას და თქვენი ნამცხვარი უფრო მეტად გემრიელი იქნება.
ერთ ჭიქა შაქარს დავამატოთ 300 გრამი დარბილებული კარაქი. დავამატოთ 4 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და იმდენი ფქვილი, რომ მაგარი ცომი გამოვიდეს. როდესაც მაგარ ცომს მოვზილავთ, გავყოთ ის 3 ნაწილად და 1 საათით შევდგათ საყინულეში.
ოთხი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და გავაკეთოთ ბეზე. შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა ხილფაფა, 1 ჭიქა დაჭრილი ნოგოზი და კვლავ ავთქვიფოთ.
ერთი საათის შემდეგ ცომი გამოვიღოთ საყინულედან. ჯერ ცომის ერთი ნაწილი გავხეხოთ საცხობ ლანგარზე და მოვასხათ გათქვეფილი ჯემიანი მასის ნახევარი; შემდეგ მეორე ნაწილი მოვახეხოთ და კვლავ მოვასხათ ჯემიანი მასა. ბოლოს დავახეხოთ მესამე ნაწილი და შევდგათ გამოსაცხობად.
ვაცხოთ 180 გრადუსზე. როდესაც გამოცხვება, გავაცივოთ და სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.