უგემრიელესი ტარტალეტკები
უმარტივესი რეცეპტი ტარტალეტკეის მოსამზადებლად.
მოამზადეთ, შეაფასეთ და აუცილებლად გამიიზიარეთ შთაბეჭდილებები.
200 გრამი მარგარინი სულ ოდნავ გავალღოთ ცეცხლზე, შემდეგ კი კოვზით ავზილოთ. დავამატოთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული, სათითაოდ, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ ნაზი ცომი გამოვიდეს. შემდეგ სპეციალურ ფორმებში ჩავდოთ პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ.
4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ მწიკვი მარილი. ბეზე რომ ამოვა, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ცოტა ვანილი და შეუჩერებლად ვთქვიფოთ 1 საათის განმავლობაში, რომ ბეზე კარგად ამოვიდეს.
ოდესაც ცომი გამოცხვება, გადმოვიღოთ ფორმებიდან და ზემოდან წავუსვათ შინდის ჟემი. ანდაც შეგვიძლია დავადოთ მაყვლის მურაბა, შემდეგ კი ტორტის მოსართავში ჩავასხათ ბეზე და მოვრთოთ ლამაზად.
ბეზეზე ზემოდან შეგვიძლია მოვაწუწოთ შოკოლადის მინანქარი.