რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შოკოლადის ტარტი ცხობის გარეშე

დესერტი ცხობის გარეშე – ორეოს ორცხობილებითა და მდიდარი შოკოლადის განაშით :)
დესერტი ცხობის გარეშე – ორეოს ორცხობილებითა და მდიდარი შოკოლადის განაშით :)

7:00:00
8 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
24   ცალი ორეოს ორცხობილა
4   ს/კ გამდნარი კარაქი
170   გრამი მომწარო შოკოლადი
170   გრამი რძიანი შოკოლადი
1   ჭიქა სქელი ნაღები
14   ჭიქა დაჭრილი კარაქი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ქერქის გასაკეთებლად: ორეოს ორცხობილები ფხვიერი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. გადაიტანეთ საშუალო თასში, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად შეურიეთ. მიღებული ნაზავი 23 სმ ზომის ტარტის ლანგრის ძირზე და კიდეებზე კარგად დაპრესეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით, ან შოკოლადის განაშის მომზადებამდე.

2

შოკოლადის შიგთავსის მოსამზადებლად: საშუალო ზომის ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ პატარებად დაჭრილი მომწარო და რძიანი შოკოლადი. პატარა ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე აადუღეთ ნაღები და კარაქი. გადმოდგით ცეცხლიდან და მოასხით შოკოლადს. გააჩერეთ 1 წუთით. კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. (თუ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება, შეგიძლიათ, გაზქურაზე მდუღარე წყლით სავსე ქვაბზე ჯამით შემოდგათ და გადნობამდე ურიოთ). მიღებული ნაზავი მოასხით ორეოს ქერქს და მაცივარში გამყარებამდე, სულ მცირე 4 საათით შედგით. უმჯობესია თუ 6 საათით გააჩერებთ.

3

ტარტი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 4 დღის განმავლობაში.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოსამზადებლად უმარტივესი და უგემრიელესი ატმის ტარტი თქვენი საყვარელი დესერტი გახდება.
მოსამზადებლად უმარტივესი და უგემრიელესი ატმის ტარტი თქვენი საყვარელი დესერტი გახდება.
ავტორი:
გაუმასპინძლიდით ლამაზად და გემრიელად საყვარელ ადამიანებს :)
გაუმასპინძლიდით ლამაზად და გემრიელად საყვარელ ადამიანებს :)
ავტორი:
უმარტივესი რეცეპტი ტარტალეტკეის მოსამზადებლად.
უმარტივესი რეცეპტი ტარტალეტკეის მოსამზადებლად.
ავტორი:
მოამზადეთ და გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში შენახვის შემდეგ, ტარტი კიდევ უფრო ნაზი და ერთგვაროვანი ხდება.
მოამზადეთ და გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში შენახვის შემდეგ, ტარტი კიდევ უფრო ნაზი და ერთგვაროვანი ხდება.
ავტორი: