სალათი ნისუაზი
ფრანგული სამზარეულოს ერთერთი გამორჩეული და გემრიელი სალათი
პირველ რიგში მოამზადეთ დრესინგი კარგად ათქვიფეთ ლიმონის წვენი,ზეთი,მარილი და შავი პილპილი ამის შემდეგ კიდევ დაამატეთ დიჟონის მდოგვი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კიდევ ათქვიფეთ.
შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სალათის აწყობა ამისათვის უნდა გქონდეთ წინასწარ გამზადებული მოხარშული კვერცხი მსუბუქად მობრაწული ფრანგული ლობიო მოხარშული კარტოფილი,დანარჩენი იგრედიენტები ერთმანეთში უნდა გადაურიოთ სალათის ფოთლები და ბოსტნეული გადაურიეთ დრესინგში.
თეფშზე სერვირებისას შემოაწყვეთ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი ასევე მოაყარეთ ზეთის ხილი,ზემოდან დაადეთ თინუსი და ანჩოუსის 2-3 ნაჭერი.
გემრიელად მიირთვით.