ცომი: დიდი ზომის თასში მიქსერის დახმარებით შეურიეთ საფუარი რძეს. გადადგით 10 წუთით, სანამ ქაფს არ გაიკეთებს. შემდეგ ჩაუმატეთ შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კვერცხი; ჩაუმატეთ ფქვილიც და საუკეთესო შედეგის მისაღებად ხელით მოზილეთ ცომის ერთგვაროვანი მასა. შეფუთეთ კულინარიული ცელოფნით და დაელოდეთ 1½ საათით, სანამ ცომი ზომაში არ გაორმაგდება.
შიგთავსი: ამასობაში ერთმანეთს ისევ მიქსერით შეურიეთ(მაღალი სიჩქარით) ყავისფერი შაქარი, 16 სუფრის კოვზი კარაქი და დაახლოებით 3–4 ცალი ფორთოხლის წვრილად გახეხილი კანი(ამას დაახლოებით 2 წუთი დაჭირდება); შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ½ ჩაის კოვზი მარილი, საკონდიტრო შაქარი და ექსტრაქტები; ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 2 წუთი. მიღებული მასის მცირე ნაწილს, დაახლოებით ¼ ჭიქას, ცალკე ჯამში შეურიეთ ფორთოხლის წვენი და ცხობის შემდეგ ფუნთუშებს მოაცხეთ ზევიდან.
ცომის მასა მოათავსეთ საცხობ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 18×10 მართკუთხედად. მალევე გაანაწილეთ მასზე შიგთავსი და ერთ-ერთი გვერდიდან გადაახვიეთ რულეტივით. ბოლოებში მოაჭერით ცომი და დაჭერით რულეტი 12 თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ ისინი 9×13 ზომის ცხიმწასმულ საცხობ ჭურჭელში(დაალაგეთ ჰორიზონტალურად), გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი მინიმუმ 6 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად(შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამით).
გააცხელეთ ღუმელი 375°-ზე. მოაცილეთ ცელოფანი ფუნთუშებს და აცხვეთ 25 წუთით, სანამ მოოქროსფერ-მოყავისფრო არ გახდება. მოასხით გასაფორმებლად მომზადებული მასა და მიირთვით გემრიელად!