რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მარწყვის რულეტი

გემრიელი დესერტი, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ მხოლოდ ერთ საათში.
გემრიელი დესერტი, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ მხოლოდ ერთ საათში.

0:00:00
8 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
4   ცალი კვერცხი
130   გრამი შაქრის პუდრა + 3 ს/კ
2   ს/კ თბილი წყალი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
130   გრამი ფქვილი
6   ს/კ მარწყვის ან ჟოლოს ჯემი
225   გრამი ათქვეფილი სქელი ნაღები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე.

2

25X38 სმ ზომის საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ფორმის ძირზე და გვერდებზე კარაქი მოუსვით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.

3

დიდ თასში მიქსერით თქვიფეთ კვერცხი და შაქარი, სანამ არ გაღიავდება და ფაფუკ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ წყალი და ვანილის ექსტრაქტი.

4

ფქვილი სამ ნაწილად გაყავით და ეტაპობრივად, ნელ–ნელა შეურიეთ კვერცხის მასას.

5

მიღებული მასა ფრთხილად დაასხით წინასწარ გამზადებულ ლანგარზე. აცხვეთ, სანამ ნამცხვრის შუა ნაწილი მსუბუქად არ ამოიზნიქება, დაახლოებით 12–15 წუთით.

6

პერგამენტის ქაღალდი (საცხობ ლანგარზე ცოტათი დიდი ზომის) დააფინეთ მაგიდაზე და შაქრის პუდრა თანაბრად მოაყარეთ (ამის საშუალებით ქაღალდი არ მიეკრობა ნამცხვარს). ლანგარი შაქარმოყრილ პერგამენტზე გადმოაბრუნეთ. ფრთხილად აიღეთ საცხობი ფორმა და ნამცხვრის ძირს პერგამენტის ქაღალდი ააცალეთ

7

ნამცხვარს, სანამ გაცივდება, ნოტიო და სუფთა სამზარეულოს ტილო დააფინეთ – ეს დაგეხმარებათ, რომ ნაცხვარი არ გამოშრეს და გადახვევისას არ გადატყდეს.

8

როცა ნამცხვარი გაცივდება, ზემოდან ზომიერად გადაუსვით ჯემი, ისე რომ ნამცხვრის კიდეებზე არ გადახვიდეთ. სულ ზემოთ კი გათქვეფილი ნაღები გადაუსვით. განიერი მხარე თქვენკენ მოათავსეთ და რულეტი თქვენს საპირისპიროდ გადაახვიეთ. გადაიტანეთ ლანგარზე. მოაყარეთ შაქრის პუდრა. მორთეთ სეზონური ხილით – მარწყვითა და ჟოლოთი. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
იხილეთ რეცეპტი, გამოაცხვეთ რულეტი და მიანიჭეთ საყვარელ ადამიანებს სიამოვნება!
იხილეთ რეცეპტი, გამოაცხვეთ რულეტი და მიანიჭეთ საყვარელ ადამიანებს სიამოვნება!
ავტორი:
ეს არის გარგარის რულეტი ახალი გარგარითა და შავი შოკოლადის ფანტელით :)
ეს არის გარგარის რულეტი ახალი გარგარითა და შავი შოკოლადის ფანტელით :)
ავტორი:
სრულიან ახალი გემო – ტრადიციულ რულეტს დამატებული გოგრა და მოხალული ნიგოზი.
სრულიან ახალი გემო – ტრადიციულ რულეტს დამატებული გოგრა და მოხალული ნიგოზი.
ავტორი:
იხილეთ რეცეპტი, გამოაცხვეთ დარიჩინის რულეტები და თავადაც გაგაოცებთ თქვენი კულინარიული შემოქმედება!
იხილეთ რეცეპტი, გამოაცხვეთ დარიჩინის რულეტები და თავადაც გაგაოცებთ თქვენი კულინარიული შემოქმედება!
ავტორი: