მარტივი ფუნთუშები
რბილი ფუნთუშები სახლის პირობებში ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
თასში ათქვიფეთ თბილი რძე, საფუარი, შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი და კვერცხი.
დაუმატეთ 5 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თანდათანობით შეურიეთ კიდევ ½ ჭიქა ფქვილი. მიიღებთ წებოვან და რბილ ცომს. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი.
ცომი ცხიმმოსმულ თასში გადაიტანეთ. დააფარეთ ჭურჭლის ტილო და ასაფუებლად თბილ ადგილას 1სთ 30 წთ–ით დადგით.
მოუსვით ცხიმი საცხობ ლანგარს. ჩაზილეთ ცომი და გააკეთეთ 24 გუნდა. გუნდები ლანგარზე 6 რიგად დაალაგეთ.
დააფარეთ და გააჩერეთ 1 საათით.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. ფუნთუშები 12–14 წუთით აცხვეთ, თავზე ოდნავ გადაბრაწვამდე.
გამოიღეთ ღუმელიდან და ფუნჯით გამდნარი კარაქი წაუსვით.
მიირთვით თბილი ან ცივი. 15 წუთით ლანგარზევე გააცივეთ, შემდეგ კი გადმოიღეთ რკინის ცხაურზე.