მაკარონის სუპი
სუპი ბოსტნეულითა და მაკარონით – ჯანსაღი და გემრიელი ოჯახური სადილი!
ხახვი წვრილად დაჭერით, ბოსტნეულები კი რგოლებად.
ქვაბში გააცხელეთ ზეთი და ყველა ბოსტნეული ჩაყარეთ. თუშეთ, სანამ ხახვი მსუბუქად არ შეიბრაწება. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და თუშეთ დაახლოებით 1 წუთით.
დაუმატეთ ქათმის ბულიონი ან წყალი და სანელებლები. აადუღეთ.
როცა ადუღდება, დაუმატეთ მაკარონი და ხარშეთ დარბილებამდე.
მიირთვით მომზადებისთანავე.