რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ლაფშა ქათმის ბულიონითა და ქამა სოკოთი

ძალიან გემრიელი ქათმის სუპის რეცეპტი. ლაფშა ქათმის ბულიონითა და ქამა სოკოთი.
ძალიან გემრიელი ქათმის სუპის რეცეპტი. ლაფშა ქათმის ბულიონითა და ქამა სოკოთი.

1:30:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 12   კგ. ქათამი
200   გრამი ქამა სოკო
2   თავი საშუალო ზომის ხახვი
2   ცალი საშუალო ზომის სტაფილო
1   კონა ნიახური
12   კონა ოხრახუში
ცოტაოდენი კამა
3   ს/კ მდნარი კარაქი
2   ჭიქა ფქვილი
1   ცალი კვერცხი
2   ცალი კვერცხის გული
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ქვაბში ჩაასხით 2,5 ლიტრი წყალი, მოათავსეთ 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, ოხრახუში მთლიანად, პეტრუშკის ძირი, ქათამი და მოხარშეთ ბულიონი. გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, ქათმის ხორცი წვრილად დაჭერით.

2

დარჩენილი ხახვი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით თხელ ფენებად. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და თუშეთ 5 წუთი. განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, თუშეთ კიდევ 5-7 წუთი. მოთუშული ხახვი და სტაფილო საწურით გადაიტანეთ თეფშზე, ტაფაზე მოათავსეთ დარჩენილი ცხიმი და სოკო. საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ 5-7 წთ. ტაფაში დააბრუნეთ ხახვი და სტაფილო და დაბალ ცეცხლზე თუშეთ კიდე 2-3 წუთი. ტაფაში არსებული შიგთავსი მოათავსეთ ბულიონში. ბულიონი დადგით დაბალ ცეცხლზე პარალელურად კი დაიწყეთ ლაფშის მომზადება.

3

ლაფშის გასაკეთებლად ფქვილში შეურიეთ თავმობმული მარილი, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და შიგნით ჩააგდეთ 1 ცალი კვერცხი, შეურიეთ კვერცხის გულები და ცოტაოდენი წყალი. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი (დაახლოებით ½ ჭიქა). ენერგიულად მოზილეთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელებზე აღარ მიგეკრობათ. შემდეგ დააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 30წთ.

4

გააპრტყელეთ ცომი ძალიან თხელ ფენად, შემდეგ დაჭერით დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის ლენტებად. თითოეული ლენტა კი დაჭერით კიდე გრძელ წვრილ ზოლებად. მიეცით ლაფშას დრო რომ გამოშრეს (15-20წთ). შემდეგ გააცხელეთ დიდი ქვაბით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ ლაფშა მზადყოფნამდე. შემდეგ კი გადაიტანეთ ნაჩვრეტებიან ჭურჭელში.

5

წვრილად დაჭერით მწვანილი. ქათმის ნაწილები და ლაფშა მოათავსეთ ბოსტნეულიან ბულიონში, მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 1 წუთი. დაუმატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი და მიიტანეთ სუფრაზე ცხლად. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
სუპი ბოსტნეულითა და მაკარონით – ჯანსაღი და გემრიელი ოჯახური სადილი!
სუპი ბოსტნეულითა და მაკარონით – ჯანსაღი და გემრიელი ოჯახური სადილი!
ავტორი:
მაკარონი და ყველი - ბროკოლთან ერთად გემრიელი სუპის მომზადებაში დაგეხმარებათ.
მაკარონი და ყველი - ბროკოლთან ერთად გემრიელი სუპის მომზადებაში დაგეხმარებათ.
ავტორი:
გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.
გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.
ავტორი:
ბოსტნეულით გაჯერებული წვნიანი ქათმის ხორცითა და მაკარონით – მარტივი და უგემრიელესი კერძი.
ბოსტნეულით გაჯერებული წვნიანი ქათმის ხორცითა და მაკარონით – მარტივი და უგემრიელესი კერძი.
ავტორი: