ქათმის მკერდი მწვანილითა და კოჭათი
შემწვარი ქათამი მწვანილების სოუსით კიდევ უფრო გემრიელია.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე საშუალო ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ქათმის მკერდი ორივე მხარეს მარილითა და პილპილით შეაზავეთ და ტაფაზე მოათავსეთ. თითოეულ მხარეს დაახლოებით 5-5 წუთით წვით. გადმოიტანეთ თეფშზე.
ტაფაზე დაასხით ლაიმის წვენი. დაუმატეთ ბულიონი, კოჭა და აადუღეთ. გამორთეთ გაზქურა, დაუმატეთ დაჭრილი რეჰანი და პიტნა. კარგად აურიეთ.
ქათმის მკერდი ორ თეფშზე გადაანაწილეთ და კოვზით მწვანილების სოუსი მოასხით. გემრიელად მიირთვით.