ქათმის ჩახოხბილი
კულინარია გთავაზობთ უძველესი ქართული ტრადიციული კერძის, ჩახოხბილის რეცეპტს.
ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი და დაფნის ფურცლები. დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი და წყალი; ადუღეთ სანამ წყალი და ძმარი არ დაშრება (დროგამოშვებით ურიეთ).
წყლის დაშრობის თანავე, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი ძმარი და დაჭრილი ხახვი და თუშეთ სანამ ხახვი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს.
გაფცქვენით პამიდორი და წვრილად დაჭერით; კანი გააცალეთ ნიორს და პამიდორთან ერთად ჩაუმატეთ ხორცს ქვაბში; თუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
სულ ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკა და მარილი.