დიდ თასში შეურიეთ წყალი და საფუარი და 5 წუთით დატოვეთ, რათა ოდნავ აქაფდეს.
დაუმატეთ კარაქი, შაქარი, კვერცხი, მარილი და კარგად შერევამდე ურიეთ. თანდათანობით შეურიეთ ფქვილი ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შესაფუთი ცელოფნით მჭიდროდ დაფარეთ და 3 საათით შედგით მაცივარში.
მაცივრიდან გამოღების შემფეგ, ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და 20 ნაწილად დაჭერით. დაამრგვალეთ თითოეული ნაჭერი და 22X33 სმ ზომის ცხიმმოსმულ საცხობ ლანგარზე მოალაგეთ. მჭირდოდ გადააფარეთ შესაფუთი ცელოფანი და 1–2 საათით დაელოდეთ, რომ აფუვდეს (ისე რომ ზომაში გაორმაგდეს).
როცა გამოსაცხობად მზად იქნება, წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. საშუალო ტემპერატურაზე პატარა ქვაბი წყლით გაავსეთ და დაუმატეთ საცხობი სოდა. ადუღებისთანავე ჩაყარეთ ფუნთუშები (რამდენიმე ერთად) და 1 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე და მოაყარეთ მსხვილი ზღვის მარილი.
აცხვეთ 18–20 წუთით, სანამ არ გადაიბრაწება. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით! გაუმასპინძლდით ოჯახსა და მეგობრებს :)