გააცხელეთ ღუმელი 95°C-მდე. ბეზეს მომზადების მთავარი საიდუმლო დაბალ ტემპერატურაზე მისი ხანგრძლივი ცხობაა. საცხობ ფირფიტას მოაცხეთ ცოტაოდენი კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
გათქვიფეთ კვერცხის ცილა(ოთახის ტემპერატურის) მიქსერით, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ შაქრის პუდრა და თან განაგრძეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე. როცა შაქარი ამოგეწურებათ, დააბრუნეთ მიქსერი მაღალ სიჩქარეზე და თქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. მიღებული მასა ტორტის მოსართავში გადაიტანეთ.
საცხობ ლანგარზე გააკეთეთ 30-35 ცალი პატარა ბეზე სტანდარტული მრგვალი, ან ვარსკვლავისებური ტორტის მოსართავი თავით(ამ შემთხვევაში თქვენს ბეზეებს ხინკლის ფორმა ექნება). შედგით ღუმელში და დატოვეთ მისი კარი ოდნავ ღია. აცხვეთ სამი საათის განმავლობაში, ან მანამ, სანამ ბეზეები არ გამოშრება და საცხობი ლანგარიდან იოლად არ აიღება.
დაალაგეთ ბეზეები ცხაურზე, კარგად გასაცივებლად, ხოლო მათ შესანახად გამოიყენეთ ჰერმეტული კონტეინერი.
გაითვალისწინეთ, რომ რაც მეტ შაქარს გამოიყენებთ, მით ხრაშუნა ბეზეები გამოგივათ!