შემწვარი ქაშაყი
იხილეთ მარიეტას შემწვარი ქაშაყის რეცეპტი, რომელიც იდეალურია ქაშაყის მარტივად და გემრიელად შესაწვავად.
თევზი გამოშიგნეთ, გარეცხეთ. გარედან და შიგნიდან წაუსვით მარილი. შემდეგ მოაყარეთ აკეპილი მწვანილი.
ამოავლეთ მჭადის ფქვილში და შებრაწეთ ტაფაში წინასწარ გამლღვალ კარაქში. სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ ლიმონის წვენიც მოასხათ.