ღორის სუკი ნივრით
რბილი, წვნიანი და არომატული შემწვარი სუკის რეცეპტი მთელი ოჯახისათვის.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.
ნიორი როზმარინთან, მარილთან და პილპილთან ერთად დაჭყლიტეთ. ხორცი ბასრი დანით რამდენიმე ადგილას დასერეთ და ნივრის ნაზავი გაჭრილ ადგილებში მოათავსეთ. წაუსვით ხორცს დარჩენილი ნივრის საკმაზი და ზეითუნის ზეთი.
მოათავსეთ ღუმელში, გადააბრუნეთ და ამოავლეთ ლანგარზე დაგროვებულ წვენში. წვით დაახლოებით 1 საათით (ხორცი შიგნით ვარდისფერი აღარ უნდა იყოს). თუ გაქვთ საკვების თერმომეტრი, მოათავსეთ ხორცის შუაში – თუ 63 C–ს აჩვენებს ხორცი მზადაა. გადმოიღეთ თეფშზე. გააცხელეთ ღვინო ქვაბში და მოასხით დაბრაწულ ხორცს. მიირთვით თავის წვენთან ერთად.