ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა
ყვავილოვანი კომბოსტოსგან უგემრიელესი სალათები მზადდება. მარიეტა მათგან ერთ-ერთის რეცეპტს წარმოგვიდგენს.
ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ, დავანაწევროთ და შევწვათ ზეთიან ტაფაში. ცალკე მოვხრაკოთ ხახვი.
ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ქინძი და კამა, მოშუშული ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, უცხო და ქინძის სუნელი. შემდეგ ჩავაწყოთ შემწვარი კომბოსტოს ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი, ბლომად პილპილი, მოვასხათ მაიონეზი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!