კვერცხი კარგად ათქვიფეთ (ერთი ცალი გადაინახეთ მინანქრისთვის) 1 ჭიქა შაქართან და ვანილთან ერთად. დაადნეთ და შეაგრილეთ კარაქი. ნახევარი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი და კარაქთან და მწიკვ მარილთან ერთად, დაამატეთ ათქვეფილ კვერცხს. მიღებულ მასას დაამატეთ ხაჭო (შეგიძლიათ, ხაჭო წინასწარ დააბლენდეროთ, რათა არ ჰქონდეს კოლტები).
დაამატეთ საფუართან არეული ფქვილი და მოზილეთ ელასტიური, სქელი ცომი. შეგიძლიათ, ცომი ორ ნაწილად გაყოთ და ნამცხვრის ერთი ნაწილი მოამზადოთ ცუკატებით, მეორე კი, – ქიშმიშით.
მოათავსეთ ცომი ფორმებში (სილიკონის ფორმებს ცხიმი არ სჭირდება, რკინისას კი ძირზე დასჭირდება ცხიმიც და ცოტაოდენი ფქვილიც). აცხვეთ 180°- მდე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში. პერიოდულად, შეამოწმეთ გამოცხვა თუ არა კბილის ჩხირით.
მოამზადეთ მინანქარი; კარგად ათქვიფეთ გადანახული კვერცხის ცილა და ნახევარი ჭიქა შაქარი. უნდა მიიღოთ ფუმფულა და მდგრადი მასა. მას შემდეგ, რაც ნამცხვარი გაცივდება, წაუსვით მინანქარი და მოაყარეთ ფერადი მოსართავი ფანტელები.