ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, 1 ს/კ შაქარი, მარილი, 85 გრ. კარაქი; დაუმატეთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი და ისევ აურიეთ (თუკი ხაჭო ძალიან სქელია, თავიდან მისი ცხრილში გატარება მოგიწევთ). დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი, თუ საჭიროა გაზარდეთ ფქვილის რაოდენობაც. გადააფარეთ ცომს სუფთა ტილო და გადადგით.
გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მცირე ზომის ქვაბში გაალღვეთ 1 ს/კ ნაღების კარაქი, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი (თუკი ვაშლი მჟავეა შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ) და ვაშლი, მოთუშეთ, სანამ მთელ წვენს არ შეიშრობს და ვაშლი კარგად არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ ვანილი (ან დარიჩინი), აურიეთ და მიღებული გულსართი გადადგით გასაგრილებლად.
გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე, გამოსაცხობ ლანგარზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი.
დაყავით ცომი 10 ნაწილად, გამოიყვანეთ ღვეზელები ვაშლის გულსართით, დააწყვეთ გამოსაცხობ ლანგარზე და ზემოდან მოაცხეთ კვერცხი.
აცხვეთ, სანამ ღვეზელების ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება.