წანდილი | კოლიო
ეს რეცეპტი ახალბედა დიასახლისებს უგემრიელესი წანდილის, იგივე კოლიოს მომზადებაში დაგეხმარებათ.
დაჭერით გარგარის ჩირი, ნიგოზი. გარეცხეთ და გაამშრალეთ ქიშმიში.
ხორბალი კარგად მოხარშეთ და ისე გადაწურეთ, რომ დარჩეს ცოტა ნახარში. ჩაუმატეთ ქიშმიში, დაჭრილი ჩირი და ნიგოზი. შემდეგ მოასხით ბლის მურაბა და მოაყარეთ შაქარი. ბოლოს ჩაუმატეთ თაფლი და ხელახლა წამოადუღეთ.
გემოვნებისამებრ გააფორმეთ და სუფრასთან მიიტანეთ ცივი.