საუკეთესო ორცხობილები
გემრიელი და სახალისო ორცხობილები საყვარელი ადამიანებისთვის. დააგემოვნეთ და შეაფასეთ :)
სურვილის და სეზონის მიხედვით შეგიძლიათ მისცეთ სასურველი ფორმა. გლაზურის გასაკეთებლად გამოიყენეთ საკონდიტრო შაქარი და რძე. მოუხმეთ ფანტაზიას გააფორმეთ თქვენი ორცხობილები.
დიდ თასში, თქვიფეთ კარაქი და შაქარი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვვეფისას დაუმატეთ კვერცხი და ვანილი. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დააფარეთ და გააცივეთ ცომი სულ ცოტა ერთი საათით.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 C-ზე. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ, დაახლოებით 0,5 – 1 სმ სისქეზე. ფორმები ნებისმიერი ფორმის ორცხობილის საჭრელით გამოჭერით. ორცხობილები 2 სმ–ის დაშორებით უცხიმო საცხობ ლანგარზე მოალაგეთ.
აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 6–8 წუთით. მიირთვით გრილი.