მიქსერს მოარგეთ ცომის მოსაზელი კაუჭი და ერთმანეთში აურიეთ წყალი, საფუარი და თაფლი. გააჩერეთ 8 წუთის მანძილზე, სანამ საფუარი აქაფდება. ჩაამატეთ ფქვილი და მარილი, მიქსერი დააყენეთ საშუალო სიმძლავრეზე და ზილეთ 8-10 წუთის მანძილზე ან სანამ ცომი არ გახდება გლუვი.
მოათავსეთ ცომი კარაქწასმულ ჯამში, გადააფარეთ დანამული ტილო ან პოლიეთილენის ცელოფანი და გააჩერეთ 45 წუთის მანძილზე, ასაფუებლად. ჩაზილეთ ცომი: ოთხივე მხარე მოუკეცეთ ისე, რომ მიიღოთ ოთხკუთხედი და ისევ გადააფარეთ. აცალეთ რომ ამოვიდეს მომდევნო 45 წუთის მანძილზე და ისევ ჩაზილეთ. დააფარეთ ცომს და გააჩერეთ 30-45 წუთი, სანამ მისი ზომა არ გაორმაგდება.
წაუსვით კარაქი 23×33სმ. ზომის საცხობ ფორმას. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ცალი 23სმ. დიამეტრის მრგვალი, კექსის საცხობი ფორმა. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გაყავით ცომი ორ ნაწილად და შემდეგ თითოეული მათგანი ხუთ ნაწილად. ცომის გუნდები აგორავეთ მანამ, სანამ არ გახდება მრგვალი და გლუვი. შემდგომ მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში (თუ იყენებთ კექსის საცხობ ფორმებს, მაშინ თითოეულ მათგანზე უნდა მოათავსოთ ხუთი ცომის გუნდა). ფორმა მიცემული ცომის გუნდები მოათავსთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით და მაქსიმუმ 2 დღით. მაცივრიდან გამოღების შემდგომ ცომს აცადეთ, რომ ისევ ამოვიდეს და გაორმაგდეს ზომაში.
გააცხელეთ ღუმელი 260°C-მდე. ღუმელში შედგმის წინ გუნდები დანამეთ წყლით. აცხვეთ 260°C-ზე 10 წუთის მანძილზე, შემდგომ დაუწიეთ ტემპერატურას 200°C- მდე და აცხვეთ მომდევნო 10 წუთის მანძილზე, სანამ გუნდები შეყავისფერდება. გამომცხვარი პური ზედაპირზე დაკაკუნებისას ყრუ ხმას უნდა გამოსცემდეს.