პომიდვრის საწებელი
დიდი შრომა მოგვიწევს, მაგრამ შედეგი ადეკვატური იქნება.
პამიდორი გავრეცხოთ, დავჭრათ 2-ად და დავყაროთ ნახვრეტებიან დიდ თასზე. გავაჩეროთ 2 სთ. რომ ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს.
სტაფილო, ნიორი, პამიდორი, გასუფთავებული ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა მოვათავსოთ ქვაბში და სტაფილოს მოხარშვამდე ვადუღოთ.
გაგრილების შემდეგ, მოხარშული ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ გადავიტანოთ ნახვრეტებიან თასზე და გავხეხოთ. გახეხილი მასა მეორედ გავხეხოთ რკინის მავთულიან წვრილ საცერში, რომ პამიდვრისა და წიწაკის მარცვლები მოცილდეს.
მიღებული მასა დავდგათ ცეცხლზე და განახევრებამდე ვხარშოთ.
ბოლოს დავაყაროთ მარილი და უცხო სუნელი გემოვნებით, გავაჩეროთ 5 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ-ცხელივე ჩავასხათ ბოთლებში.