რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ნუშის ბლინები

ეს რეცეპტი არაერთი კულინარიული კონკურსის ტრიუმფატორი გახდა.
ეს რეცეპტი არაერთი კულინარიული კონკურსის ტრიუმფატორი გახდა.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
3   ცალი დიდი კვერცხი
115   გრამი ნუშის ფქვილი
115   გრამი ნამცხვრის ფქვილი
2   ჩ/კ საცხობი ფხვნილი
2   ს/კ შაქარი
1   ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი*
230   მლ/ლ რძე
3   ს/კ გამდნარი უმარილო კარაქი
2   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
12   ჩ/კ მარილი
კარაქი შესაწვავად
34   ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
13   ჭიქა გაყინული მოცვი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. თუ დრო გაქვთ ცილა და გულები შეათბეთ – თასებში მოათავსეთ და თბილ წყალში ჩადეთ.

2

აურიეთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ჩაცერით ჯამში. შესაძლოა, ნუშის ფქვილის ნაწილი საცერზე დარჩეს, თითით გასრისეთ ფქვილის პატარ–პატარა გროვები და ჯამში დაამატეთ. შეურიეთ შაქარი. *სურვილისამებრ, დაუმატეთ ფორთოხლის გახეხილი კანი.

3

თუ დრო გაქვთ, მიქსერით კვერცხის გულები 3 წუთით, გაღიავებამდე თქვიფეთ. თუ ამ ეტაპს გამოტოვებთ, ბლინები მაინც ძალიან გემრიელი გამოვა.

4

ათქვიფეთ კვერცხის გულები, რძე და კარაქი. დაუმატეთ ვანილი.

5

მშრალ ინგრედიენტებში გააკეთეთ ჩაღრმავება და შემდეგ დაუმატეთ სველი ინგრედიენტები (ცილის გარდა). თქვიფეთ კარად შერევამდე.

6

ცილას დაუმატეთ მარილი და სუფთა თასში მარილთან ერთად გამყარებამდე თქვიფეთ. უნდა გამოვიდეს ტენიანი და არა მშრალი მასა.

7

ცილა ცომის თასში გადაიტანეთ და კოვზის დახმარებით ბოლომდე კარგად შეურიეთ.

8

საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა, დაამატეთ კარაქი და მთელ ძირზე გადაანაწილეთ. შეამოწმეთ არის თუ არა ტაფა საკმარისად ცხელი. რამდენიმე წყლის წვეთი ტაფაზე დააშხეფეთ, თუ წყალი აშიშხინდება, ტაფა საკმარისად ცხელია.

9

კოვზის დახმარებით ცომი ცხიმმოსმულ ტაფაზე გადაიტანეთ და ბლინის ფორმა მიეცით. აკონტროლეთ ტემპერატურა რომ ბლინი არ დაგეწვათ. წვით ჯერ ერთ მხარეზე, სანამ ზედაპირი არ გადაშრება და ბუშტუკები არ გასკდება, გადმოაბრუნეთ და წვით მეორე მხარეს. გემრიელად მიირთვით!

მოსართავად გამოიყენეთ ერთ ჭიქამდე ნეკერჩხლის სიროფი და მესამედი ჭიქა გაყინული მოცვი. შეათბეთ ერთად სქელ ტაფაზე და მოასხით ცხელ ბლინებს.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
საყვარელი მურაბით ეს ბლინები საყვარელ საუზმედ იქცევა. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
საყვარელი მურაბით ეს ბლინები საყვარელ საუზმედ იქცევა. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
გსურთ დელიკატური საუზმე?! გთავაზობთ უგემრიელესი ბლინების მარტივ რეცეპტს ჰაეროვანი შიგთავსით.
გსურთ დელიკატური საუზმე?! გთავაზობთ უგემრიელესი ბლინების მარტივ რეცეპტს ჰაეროვანი შიგთავსით.
ავტორი:
კიდევ ერთი გემრიელი ბლინის რეცეპტი. გაამრავალფეროვეთ თქვენი ყოველი საუზმე :)
კიდევ ერთი გემრიელი ბლინის რეცეპტი. გაამრავალფეროვეთ თქვენი ყოველი საუზმე :)
ავტორი:
თუ ბლინების მოყვარული ხართ კიდევ ერთ კარგ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მოგეწონებათ.
თუ ბლინების მოყვარული ხართ კიდევ ერთ კარგ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მოგეწონებათ.
ავტორი: