რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მოხარშული და შემწვარი ხაჭაპური

გავიხსენოთ ხაჭაპურის მომზადების ერთ–ერთი ძველი მეთოდი :) შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულიც და შემწვარიც.
გავიხსენოთ ხაჭაპურის მომზადების ერთ–ერთი ძველი მეთოდი :) შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულიც და შემწვარიც.

0:45:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
200   გრამი ხაჭო
1   ცალი კვერცხი
50   გრამი კარაქი
100   გრამი იმერული ყველი
230   გრამი ფქვილი
1   ჩ/კ არაჟანი
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

თასში აურიეთ 200 გრ ხაჭო და 1 ცალი კვერცხი.

2

დაუმატეთ 100 გრ ფქვილი და მარილი (გემოვნებით). კარგად აურიეთ.

3

დაუმატეთ დაფშვნილი იმერული ყველი, 1 ჩ/კ არაჟანი, 30 გრ კარაქი და კარგად აურიეთ.

4

შეურიეთ კიდევ 60–70 გრ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ფქვილი საჭიროების მიხედვით, უნდა მიიღოთ რბილი ცომი.

5

ცომისაგან ხელით პატარ–პატარა გუნდები გააკეთეთ და ოდნავ გააბრტყელეთ. ცომი დაახლოებით 10–12 ცალ ხაჭაპურზე გეყოფათ.

6

ხაჭაპური მარილიან მდუღარე წყალში მოათავსეთ.

7

დაუწიეთ გაზქურას და ხაჭაპური 5–6 წუთით ხარშეთ.

8

მიირთვით ცხელი კარაქთან ან არაჟანთან ერთად.

9

მოხარშვის შემდეგ ხაჭაპური შეგიძლიათ შეწვათ. ტაფაზე მოათავსეთ 20 გრ კარაქი და ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ მოხარშული ხაჭაპურები. წვით საშუალო ტემპერატურაზე ორივე მხარეს. მიირთვით ცხელი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მარტივი რეცეპტი ფენოვანი ხაჭაპურის მოსამზადებლად. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.
მარტივი რეცეპტი ფენოვანი ხაჭაპურის მოსამზადებლად. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.
ავტორი:
ძალიან გემრიელი და, ალბათ, ყველასათვის საყვარელი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი :)
ძალიან გემრიელი და, ალბათ, ყველასათვის საყვარელი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი :)
ავტორი:
წარმოგიდგენთ მარტივ კულინარიულ რეცეპტს გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად. გაეცანით და შეაფასეთ!
წარმოგიდგენთ მარტივ კულინარიულ რეცეპტს გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად. გაეცანით და შეაფასეთ!
ავტორი:
წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს :) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი!
წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს :) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი!
ავტორი: