რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

იმერული ხაჭაპური

ძალიან გემრიელი და, ალბათ, ყველასათვის საყვარელი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი :)
ძალიან გემრიელი და, ალბათ, ყველასათვის საყვარელი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი :)

3:30:00
9 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

იხილეთ ხაჭაპურის ცომის რეცეპტი. ცომიცა და შიგთავსის ინგრედიენტებიც გათვლილია 3 ცალი ხაჭაპურის გამოსაცხობად.

რეცეპტის ინგრედიენტები
ხაჭაპურის ცომი
ფქვილი მოსაყრელად
2   ცალი კვერცხი
30   გრამი კარაქი
600   გრამი იმერული ყველი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გახეხეთ ყველი, მოათავსეთ თასში და დაუმატეთ 1 ცალი კვერცხი და 20 გრ კარაქი. ხელით კარგად აურიეთ.

2

ცომი გამოყენებამდე ჩაზილეთ. 10 წუთით დატოვეთ და შემდეგ თითოეული გუნდა წრიულად გააბრტყელეთ. ცომის შუაგულში მოათავსეთ ყველის შიგთავსი.

3

შეკარით ცომის კიდეები. ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ წრიულად. გაბრტყელებისას ეცადეთ, რომ ყველის შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს და ცომი არ გაიხეს.

4

საცხობ ლანგარს ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ხაჭაპური წინასწარ გაცხელებულ ღუმელში საშალო ტემპერატურაზე 15 წუთით აცხვეთ.

5

სურვილისამებრ, დააცალკევეთ 1 კვერცხის ცილა და გული და გამოცხობამდე 5 წუთით ადრე კვერცხის გული ხაჭაპურს წაუსვით. ღუმელიდან გამოღებისას კი გადაუსვით დარჩენილი კარაქი.

6

დაჭერით და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს :) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი!
წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს :) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი!
ავტორი:
მარტივი რეცეპტი ფენოვანი ხაჭაპურის მოსამზადებლად. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.
მარტივი რეცეპტი ფენოვანი ხაჭაპურის მოსამზადებლად. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით ახლობლებს.
ავტორი:
გავიხსენოთ ხაჭაპურის მომზადების ერთ–ერთი ძველი მეთოდი :) შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულიც და შემწვარიც.
გავიხსენოთ ხაჭაპურის მომზადების ერთ–ერთი ძველი მეთოდი :) შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულიც და შემწვარიც.
ავტორი:
წარმოგიდგენთ მარტივ კულინარიულ რეცეპტს გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად. გაეცანით და შეაფასეთ!
წარმოგიდგენთ მარტივ კულინარიულ რეცეპტს გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად. გაეცანით და შეაფასეთ!
ავტორი: