მაყვლის ღვეზელი
მაყვლისაგან ბევრი გემრიელობის გაკეთებაა შესაძლებელი :) ეს ღვეზელი კი ერთ-ერთი მათგანია.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს.
სამზარეულოს კომბაინში 1 ჭიქა შაქარი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, მარილი და ლიმონის ცედრა აურიეთ. დაუმატეთ კარაქი, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. თქვიფეთ ფხვიერი ცომის მიღებამდე. ცომის ნახევარი წინასწარ გამზადებული ლანგრის ძირზე დაპრესეთ, დარჩენილი ნახევარი კი მოსაყრელად გადაინახეთ.
საშუალო თასში აურიეთ დარჩენილი ½ ჭიქა შაქარი, სიმინდის ფქვილი და ლიმონის წვენი. ფრთხილად შეურიეთ მაყვალი. მაყვლის ნაზავი თანაბრად გადაანაწილეთ ღვეზელის ძირზე. დარჩენილი ცომის ნახევარი კი მაყვლის ფენაზე მოაყარეთ.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით ოდნავ გადაბრაწვამდე.