რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მაყვლის ჩიზქეიქ–ბრაუნი

არ გადადოთ ამ ზღაპრული ჩიზქეიქის მომზადება. უგემრიელესი და უმშვენიერესი დესერტი :)
არ გადადოთ ამ ზღაპრული ჩიზქეიქის მომზადება. უგემრიელესი და უმშვენიერესი დესერტი :)

1:30:00
9 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
34   ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1 12   ჭიქა შაქარი
2   ცალი კვერცხი
12   ს/კ უმარილო კარაქი
12   ჭიქა ფქვილი
2   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
12   ჩ/კ მარილი
170   გრამი მაყვალი
14   ჭიქა თეთრი შაქარი
14   ჭიქა წყალი
230   გრამი დარბილებული კრემ–ყველი
14   ჭიქა იოგურტი
1   ცალი დიდი კვერცხი
14   ჭიქა შაქარი
12   ჩ/კ მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

პირველ რიგში მოამზადეთ მაყვლის პიურე: საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ 170 გრ მაყვალი, ¼ ჭიქა თეთრი შაქარი და ¼ ჭიქა წყალი. ხარშეთ 8–10 წუთით. მაყვალი კოვზით დაჭყლიტეთ. როცა მოიხარშება, პატარა ჯამზე მოათავსეთ საწური, მაყვალი ზედ გადაიტანეთ და კოვზის დახმარებით კარგად დაწურეთ. ნარჩენები გადაყარეთ და მიღებული პიურე ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.

2

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 165 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე. თასში გაადნეთ 12 ს/კ უმარილო კარაქი, შეურიეთ 1 ½ ჭიქა შაქარი, 2 ცალი კვერცხი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და ½ ჩ/კ მარილი. როცა კარგად ათქვეფთ დაუმატეთ ¾ ჭიქა კაკაოს ფხვნილი და ½ ჭიქა ფქვილი. ცომი წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და კიდეებადე კარგად მოასწორეთ.

3

ჩიზქეიქის ინგრედიენტები: 230 გრ დარბილებული კრემ–ყველი, ¼ ჭიქა იოგურტი, 1 ცალი დიდი კვერცხი (ოთახის ტემპერატურის), ¼ ჭიქა შაქარი და ½ ჩ/კ მარილი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე 2–3 წუთით კარგად თქვიფეთ. მოასხით ლანგარზე გადატანილ ცომს და თანაბრად გადაანაწილეთ. სულ ზემოდან კი მაყვლის პიურე მოასხით და დანით, ჩანგლით ან კბილის ჩხირით ჩიზქეიქის ფენაში ცოტათი აურიეთ.

4

აცხვეთ დაახლოებით 1 საათით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს ან დანას სუფთას არ ამოიღებთ.

5

შედგით მაცივარი სულ მცირე 2 საათით. დაჭერით 9 დიდ კვადრატად. მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში 5 დღემდე.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გასაოცარად გემრიელი ჩიზქეიქის მარტივი რეცეპტი. მოამზადეთ და დატკბით თქვენი შედევრით!
გასაოცარად გემრიელი ჩიზქეიქის მარტივი რეცეპტი. მოამზადეთ და დატკბით თქვენი შედევრით!
ავტორი:
გიზიარებთ დიდებული დესერტის რეცეპტს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი ჩიზქეიქია მსოფლიოში.
გიზიარებთ დიდებული დესერტის რეცეპტს, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი ჩიზქეიქია მსოფლიოში.
ავტორი:
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი დესერტი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ ცხოვრებაში.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი დესერტი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ ცხოვრებაში.
ავტორი:
მოამზადეთ ეს მარტივი მარწყვის ჩიზქეიქები, ატარეთ თან პიკნიკზე და დაატკბეთ თქვენი დასვენება.
მოამზადეთ ეს მარტივი მარწყვის ჩიზქეიქები, ატარეთ თან პიკნიკზე და დაატკბეთ თქვენი დასვენება.
ავტორი: