მარტივი ნამცხვარი
გთავაზობთ ყველაზე მარტივ რეცეპტს გემრიელი ნამცხვრის მოსამზადებლად.
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი 22×22სმ. ზომის საცხობ ფორმას ან ჩააფინეთ ქაღალდები მაფინების საცხობ ფორმებში.
საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ შაქარი და კარაქი. შემდეგ სათითაოდ ჩაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად გათქვიფეთ. მოასხით ვანილის ექსტრაქტი და კვლავ გათქვიფეთ. ერთად გაცერით ფქვილი და საცხობი ფხვნილი(გამაფხვიერებელი), შემდეგ ჩაუმატეთ კვერცხის მასას და კარგად გათქვიფეთ. ბოლოს, ჩაასხით რძე და ბოლოჯერ აამუშავეთ მიქსერი.
მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმაში და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში. თუ ქაფქეიქებს აკეთებთ, მაშინ 20-25 წუთი.
გააფორმეთ თქვენი ნამცხვარი ბანანის კრემით!