კვერცხი სოკოს სატენით
მოამზადეთ, სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით, გააფორმეთ მწვანილით და აუცილებლად გემრიელად მიირთვით!
სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და მოგრძო თხელ ნაჭრებად დაჭერით.
ყაბაყი გაფცქვენით და თესლები მოაშორეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად და ზეთში შებრაწეთ. ბადრიჯანიც პატარა ნაჭრებად დაჭერით და ზეთში შეწვით.
კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და გადააჭერით თავი. ფრთხილად ამოიღეთ გული, ისე, რომ ცილა არ დააზიანოთ და პატარა ოთხკუთხედებად დაჭერით.
პროდუქტები ერთმანეთს შეურიეთ. მოასხით ზეთი. შეაზავეთ წიწაკით, პილპილით ძმრითა და მარილით მზა სალათით მოხარშული კვერცხის ცილები ამოავსეთ.
სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით და გააფორმეთ მწვანილით.