კორჟიკი
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი 6–7 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. გამოჭერით ცომი „კორჟიკის“ ფორმაზე.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180–200 C-ზე. გამოჭრილი კორჟიკები საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და 15 წუთით აცხვეთ. როცა ზემოდან ცოტათი შეიბრაწება ტკბილეული უკვე მზადაა. ღუმელში ზედმეტად დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან „კორჟიკები“ ძალიან მაგარი გამოვა. გემრიელად მიირთვით.