კომბოსტოს ფხალი
პოპულარული და გემრიელი ფხალი ქართული კულინარიიდან.
დაჭერით კომბოსტო. დიდი ქვაბი წყლით გაავსეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი და კომბოსტო. ადუღეთ 20–25 წუთით. კომბოსტო კარგად უნდა დარბილდეს.
მოხარშული კომბოსტო საწურზე გადაიტანეთ.
გააცივეთ და კომბოსტოს ფოთლები ხელით კარგად გაწურეთ, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ერთად.
გატარებულ ნიგოზსა და ნიორს დაუმატეთ წითელი წიწაკა, უცხო სუნელი, ქინძი და მარილი. კარგად აურიეთ, დაუმატეთ 7 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი და კიდევ აურიეთ.
დაჭერით ხახვი და დაჭრილ კომბოსტოსთან და ნიგვზის ნაზავთან ერთად მოათავსეთ დიდ თასში.
ყველა ინგრედიენტი ხელით კარგად შეურიეთ.
მიღებული ფხალი ხელით დაამრგვალეთ. მორთეთ სალათის ფურცლებით და ბროწეულით. მიირთვით ცივი.