რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კიმჩი

მადისაღმძვრელი კიმჩი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც ბოსტნეულისაგან მზადდება.
მადისაღმძვრელი კიმჩი პოპულარული კორეული კერძია, რომელიც ბოსტნეულისაგან მზადდება.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   თავი საშუალო ზომის ჩინური კომბოსტო
2   ს/კ გახეხილი ვაშლი
100   გრამი მწვანე ხახვი
5   კბილი ნიორი
1   ს/კ დაფქული წითელი წიწაკა
2   ცალი ახალი წითელი წიწაკა
1   ს/კ ჯანჯაფილი/კოჭა
100   გრამი მოხარშული ბრინჯი
2   ცალი სტაფილო
1   თავი თეთრი ბოლოკი
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კომბოსტოს ფურცლებს სათითაოდ მოაცხეთ მარილი, ჩააწყვეთ თასში და 4-8 საათით ასე დატოვეთ. შემდეგ სათითაოდ გარეცხეთ დარჩენილი მარილის მოსაშორებლად.

2

ბლენდერში ჩაყარეთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, გახეხილი ვაშლი, ჯანჯაფილი და გათქვიფეთ. მიღებული მასა ჩაასხით ჯამში და დაამატეთ წითელი წიწაკა, გრძლად დაჭრილი მწვანე ხახვი, ასევე დაახეხეთ ბოლოკი და სტაფილო, ბოლოს კი შეაზავეთ მარილით.

3

ხელით შეურიეთ ეს მასა კომბოსტოს ფურცლებს და ჩააწყვეთ თასში ან ქილაში (შეგიძლიათ მოასხათ ცოტაოდენი ადურებული წყალიც). თავზე დაახურეთ და შედგით მაცივარში 2 დღით (რაც მეტი დღით, მით უფრო გემრიელი იქნება).

კომენტარები
1 კომენტარი

mariam666
07/02/2020
ძალიან გემრიელია მე გავაკეთე!
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
უგემრიელესი უნგრული წვნიანის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე. უფრო გემრიელი, ვიდრე სოკოს კრემ-სუპი!
უგემრიელესი უნგრული წვნიანის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე. უფრო გემრიელი, ვიდრე სოკოს კრემ-სუპი!
ავტორი:
ბადრიჯნის ხვეულები ყველით – დაამშვენებს როგორც სადღესასწაულო სუფრას, ასევე ოჯახურ სადილებს :)
ბადრიჯნის ხვეულები ყველით – დაამშვენებს როგორც სადღესასწაულო სუფრას, ასევე ოჯახურ სადილებს :)
ავტორი:
გერმანული კარტოფილის ბლინები კარტოფილის ბრაწულების მსგავსად მზადდება და მასზე გემრიელია.
გერმანული კარტოფილის ბლინები კარტოფილის ბრაწულების მსგავსად მზადდება და მასზე გემრიელია.
ავტორი: