კეტჩუპი
ძალიან კარგი რეცეპტი გემრიელი კეტჩუპის მოსამზადებლად.
დაჭერით ინგრედიენტები, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ. კარგად ხარშვის დროს, ჩააყოლეთ ოხრახუში.
გააცივეთ და გაატარეთ საცერში. ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაუმატეთ თეთრი ძმარი, შაქარი და მარილი გემოვნებით.
ცალკე ქვაბში გადმოიტანეთ ორი ლიტრი ფაფა და ძალიან ფრთხილად შეურიეთ 200 გრამი კრახმალი. შემდეგ ჩააბრუნეთ და როგორც წესია, ისე შეურიეთ დანარჩენ მასას, რომელიც დუღს.
წამოადუღეთ 5 წუთით და კეტჩუპი მზად არის. ცხლადვე ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში.