იტალიური სალათი ლორით
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (უმჯობესია გამოიყენოთ ხვეული ან სპირალის ფორმის იტალიური მაკარონი). გადაწურეთ წყალი დადგით მაკარონი გასაგრილებლად.
2 ცალი პომიდორი(ან 4 ცალი პომიდორი ჩერი) და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად; ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად; გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, სურვილისამებრ მაიონეზიც.