რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

პანეტონე

პანეტონე - პასკა იტალიურად :)
პანეტონე - პასკა იტალიურად :)

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
13   ჭიქა თბილი წყალი(45C°)
2   შეკვრა მშრალი აქტიური საფუარი
4   ჭიქა ფქვილი
12   ჭიქა თბილი რძე
23   ჭიქა შაქარი
4   ცალი კვერცხი
3   ცალი კვერცხის გული
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
12   ს/კ უმარილო კარაქი
2   ჭიქა ცუკატები
2 12   ჩ/კ გახეხილი ლიმონის კანი
2   ს/კ გახეხილი ფორთოხლის კანი
2   ს/კ დამდნარი კარაქი
1   ს/კ ნაღები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მცირე ზომის თასი გამოავლეთ ცხელი წყლით. ჩაასხით 1/3 ჭიქა თბილი წყალი და ჩაუმატეთ ერთი შეკვრა საფუარი. მისი წყალში გახსნის შემდეგ ჩაუმატეთ 1/2 ჭიქა ფქვილი, შეფუთეთ და გადადგით 30 წუთით, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. შემთბარ რძეს მოაფრქვიეთ დარჩენილი საფუარი და გადადგით, სანამ კარგად გაიხსნება. ამასობაში ერთმანეთს ცალკე შეურიეთ შაქარი, ოთხი კვერცხი, ორი კვერცხის გული და ვანილი. ჩაუმატეთ ჯერ რძიანი, შემდეგ ფქვილიანი მასა და შეურიეთ კარგად.

2

ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და დარჩენილი 3 1/2 ჭიქა ფქვილი ფხვიერი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცომის მასას და 3-4-ჯერ სწრაფად მოურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ცუკატები (სხვადასხვა სასურველი ხილის) და ციტრუსების გახეხილი კანი. გადაიტანეთ ცომი ცხიმმოსხმულ თასში, დაფარეთ კულინარიული ცელოფნით და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით(საჭიროა, რომ გაორმაგდეს ცომის მოცულობა).

3

სამ ცალ 7.5სმ ზომის ქაღალდის საცხობ ფორმას შიგნიდან მოაცხეთ 2 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და მოზილეთ რამდენიმე წამით. შემდეგ დაყავით ის სამ ნაწილად და აგორგოლავეთ თითოეული ბურთის ფორმის მიღებამდე. მოათავსეთ ისინი ფორმებში და განალაგეთ ერთმანეთისგან 10-10სმ დაშორებით საცხობ ფირფიტაზე. კვლავ გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 2 საათით.

4

გააცხელეთ ღუმელი 200C-მდე(400F). დანის გამოყენებით პასკებს ზემოდან ორი ერთმანეთის მკვეთი ზოლი გაუკეთეთ (X-ის ფორმად). დარჩენილი 1 კვერცხის გული შეურიეთ ნაღებს და წაუსვით პასკებს. საცხობი ფირფიტა შედგით ღუმელის ცენტრში, დაუწიეთ ტემპერატურას 190C-მდე(375F) და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ პასკები ძალიან შეყავისფერდებიან ზევიდან, მაშინ ფოლგა უნდა გადააფაროთ. თქვენი პანეტონე გამომცხვარია, თუ ცენტრში ჩარჭობილ ხის ჩხირს ცომი არ ამოყვება ამოღებისას. დადგით ცხაურზე გასაცივებლად.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)
იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)
ავტორი:
იტალიური კერძის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე ქათმის გემრიელად მოსამზადებლად.
იტალიური კერძის მარტივი რეცეპტი კულინარიაზე ქათმის გემრიელად მოსამზადებლად.
ავტორი:
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
ავტორი: