გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი, სოდა, დარიჩინი, მიხაკი, ჯავზი/მუსკატის კაკალი და მარილი.
დიდი ზომის თასში გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქართან ერთად. ჩაუმატეთ გოგრის პიურე, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად გათქვიფეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასა და გათქვიფეთ. ამოიღეთ ცომი სუფრის კოვზით და დაალაგეთ საცხობ ლანგარზე, ოდნავ გააბრტყელეთ.
აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ორცხობილები ცოტახნით ლანგარზევე დატოვეთ და შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად. ამასობაში, საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ დაფქული შაქარი, გამდნარი კარაქი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და შეურიეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ ორჯერ, სანამ არ მიიღებთ თხელ კრემისებრ მასას. მოასხით გოგრის ორცხობილებს და გემრიელად მიირთვით!