გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი ხახვის რგოლები გემრიელი წასახემსებელია. ამ მარტივი რეცეპტით თქვენ მას სულ რაღაც 20 წუთში მოამზადებთ. ერთი-ორჯერ თითებიც შემოგეკბიჩებათ ისეთი გემრიელია :)
ჩაასხით 950 მლ. ზეთი(ან საჭიროებისამებრ) ღრმა ტაფაში და გააცხელეთ ის 185C(365F) გრადუსამდე(დაგჭირდებათ სითხის თერმომეტრი).
ამასობაში დაჭერით ხახვი 6მმ-ის სისქის ნაჭრებად და გააცალკევეთ რგოლები. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი(გამაფხვიერებელი) და მარილი. კარგად აგორგოლავეთ ხახვის რგოლები ფქვილის მასაში, რომ აიკრას, და დაალაგეთ ცალკე.
ჯამში დარჩენილ ფქვილს ჩაუმატეთ რძე და შეურიეთ ჩანგლით. შემდეგ ჩაატეხეთ კვერცხი და გათქვიფეთ. ამოავლეთ ფქვილიანი რგოლები ამ თხევად ცომში, დაალაგეთ ცხაურზე და გააჩერეთ მანამ, სანამ არ შეწყვეტს წვეთას.
პურის ფხვნილი დაყარეთ გაშლილ თეფშზე და აგორგოლავეთ მასში ხახვის რგოლები. შემდეგ დაბერტყეთ ხახვები, რომ ჩამოშორდეს, რაც კარგად ვერ მიიკრო.
შუშეთ ხახვის რგოლები ზეთში(ზეთი უნდა ფარავდეს მათ) 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს. გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი და გემრიელად მიირთვით.