ბრინჯის დესერტი ქოქოსის რძით
არომატული ბრინჯის დესერტი ქოქოსის რძით, ნიგვზითა და ქიშმიშით.
ბრინჯი ერთი ღამით წყალში ჩაალბეთ. მეორე დღეს გადაწურეთ, დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ და მოხარშეთ.
ჩაუმატეთ ქიშმიში, შაქარი, მწიკვი მარილი და დაჭრილი ნიგოზი. ბოლოს ჩაასხით ქოქოსის რძე და მოურიეთ. დააფარეთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ბლანტი, სამარხვო, არომატული ფაფა ნიგვზითა და ქიშმიშით. გემრიელად მიირთვით!