ბერძნული სალათი–ომლეტი
იხილეთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ომლეტის რეცეპტი ბერძნული სამზარეულოდან.
დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, პილპილი და მარილი. დიდ ტაფაზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ზეთი და დაჭრილი ხახვი დაახლოებით 4 წუთით თუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ზეთისხილი. თუშეთ კიდევ 1–2 წუთით, პომიდვრის დარბილებამდე.
შეამცირეთ ტემპერატურა და დაასხით ათქვეფილი კვერცხი. აურიეთ ინგრედიენტებში და წვით კვერცხის გამყარებამდე, დაახლოებით 2–3 წუთით. მოაყარეთ დაფშვნილი ფეტა. დაჭერით და მიირთვით თბილი.