ამოიღეთ ბადრიჯანის(15 სმ. სიგრძის) გული მთლიანად, ისე რომ კიდეების სისქე დაახლოებით 1 სმ. იყოს. ამოღებული შიგთავსი დაჭერით და გადაინახეთ.
მოაცხეთ ბადრიჯნის ნავებს შიგნიდან ზეთი და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°C-ზე, გახსნილი მხრით ზევით, დაახლოებით 10–15 წუთით, სანამ არ დარბილდება, შემდეგ გადადგით.
ამასობაში დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოთუშეთ ძეხვი და ხახვი, თან პროცესში ძეხვები გახლიჩეთ და გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთით, ძეხვის მომზადებამდე.
დაამატეთ ნიორი და თუშეთ დაახლოებით ერთი წუთით, სასიამოვნო არომატის ამოშვებამდე.
დაუმატეთ გადანახული დაჭრილი ბადრიჯანი და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 5–8 წუთით.
დაუმატეთ ერთი ჭიქა მარინარას სოუსი და გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით, თუშეთ დაახლოებით 3–5 წუთით, სანამ ქურიდან გადმოიღებთ.
საცხობი ფორმის ძირზე დაასხით დარჩენილი მარინარას სოუსი, მოათავსეთ ბადრიჯნის ნავები და კიდეებამდე ამოავსეთ მიღებული ნარევით, თავზე მოაყარეთ ყველი და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°C-ზე, სანამ ყველი არ დადნება და სოუსი დუღილს არ დაიწყებს, დაახლოებით 10–15 წუთით. მირთმევამდე მორთეთ ახალი რეჰანით.